ლევან რატიანი: ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის, ციფრების მატებას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, არ გვყავდეს მძიმე პაციენტები

Read Time:26 Second

ამ ეტაპზე ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის, ციფრების მატებას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ქვეყანაში არ გვყავდეს მძიმე პაციენტები – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კრიტიკული და მძიმე პაციენტი, როგორც ვიცი, რამდენიმეა.

„საბედნიეროდ, კრიტიკული და მძიმე პაციენტი, როგორც ვიცი, რამდენიმეა, დაახლოებით 15 პირია ასეთი და ეს იმ მასშტაბში, რა მასშტაბიც დღეს გვაქვს ვირუსის გავრცელების. ალბათ, მეტყვიან, რომ თუ არსებობს პროგრესული ზრდა ინფიცირებულთა რაოდენობის, თეორიულად უფრო მეტად იზრდება რაოდენობა მძიმე პაციენტების, ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ინფიცირებულთა რაოდენობა მასობრივმა ტესტირებამ გაზარდა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 31 მილიონს გადააჭარბა
Next post მიხეილ სააკაშვილი კოალიციურ მთავრობაზე: მე საერთოდ ვერ ვხედავ პარტიულ კოალიციას – არ მჯერა პარტიებისა და პარტიუკების