ლევან რატიანი – ინფექციის ამ მასშტაბით გავრცელება წარმოუდგენელი იყო, 112 რომ რეკავს და ვეუბნებით, ადგილი არ გვაქვს, პირადად ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია

Read Time:54 Second

ალბათ, ყველა ველოდით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ მასშტაბით რომ გავრცელდებოდა ინფექცია, რატომღაც წარმოუდგენელი იყო, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობის ასეთი ზრდა  ჯანდაცვის სისტემისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

„ჩვენს ქვეყანაში მოხდა ის, რაც ალბათ ძნელად წარმოსადგენი იყო. მართალია, ალბათ, ყველა ველოდით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ მასშტაბით რომ გავრცელდებოდა ინფექცია, რატომღაც წარმოუდგენელი იყო. დღეს 3 000-ზე მეტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ჯანდაცვის სექტორისათვის, ვინაიდან ამ წუთში ჩვენი კლინიკის მაგალითზე, არც ერთი თავისუფალი საწოლი არ გაგვაჩნია, რაც ძალიან ცუდი წარმოსადგენია როგორც ექიმისთვის. 112 რომ რეკავს და ვეუბნებით, არ გვაქვს ადგილი, პირადად ჩემთვის ეს ნამდვილად სიკვდილის ტოლფასია.

არ ვიცი, რა სცენარით შეიძლება განხორციელდეს ამის ბლოკადა, მაგრამ ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ამას არათუ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, არამედ მსოფლიოს ვერც ერთი წამყვანი ქვეყნის ჯანდაცვა ვერ გაუძლებს ამ მასშტაბით ინფიცირებულთა მომსახურებას. ამიტომ საზოგადოების, ჩვენიც, საჯარო სექტორის, ერის თუ ბერის – ყველას მოვალეობაა, ერთმანეთს მხარში დავუდგეთ და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი. რიგითი ექიმის მოსაზრებაა, ინფექციის გავრცელების ჯაჭვის წყვეტა რომ მოხდეს, ალბათ, უნდა განხორციელდეს კიდევ „დარჩი სახლში“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი შაქარაშვილის ოჯახი 6 ბრალდებულის მიმართ გამოტანილ განაჩენს ობიექტურს უწოდებს
Next post იოსებ ხახალეიშვილი: კარგად გააზრებული არჩევანი ბევრი პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს, მაქვს ჩემი თანაქალაქელების გვერდით დგომის იმედი