იოსებ ხახალეიშვილი: კარგად გააზრებული არჩევანი ბევრი პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს, მაქვს ჩემი თანაქალაქელების გვერდით დგომის იმედი

Read Time:38 Second

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ინდივიდუალური შეხვედრების ფარგლებში ამჯერად ზედა უქიმერიონის მოსახლეობას შეხვდა.

კანდიდატი ინდივიდუალურად ესაუბრა მოქალაქეებს საკუთარი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებსა და უპირატესობაზე, რომ პროგრამა ითვალისწინებს თითოეული მოქალაქის ჩართულობას ქალაქის განვითრების პროცესში და თანაქალაქელების რაციონალური რჩევები ქალაქს საშუალებას მისცემს ინფრასტრუქტურულად სწორად განვითარდეს.

“თითოეულ ოჯახთან ინდივიდუალურად მიწევს საარჩევნო პროგრამის განმარტება და ამ პროგრამის უპირატესობის ახსნა, რაც ამ შეხვედრების ძალიან დადებითი მხარეა. მოქალაქეები მზად არიან, რომ საკუთარი ქალაქის შენებაში მიიღონ მონაწილეობა, მათ კარგად იციან რა სურთ ინდივიდუალურად, რა პრობლემები აქვთ და როგორ შეიძლება მათი აღმოფხვრა. ისინი ელოდებიან ჩვენგან მოსმენას, სწრაფ რეაგირებასა და ინიციატივას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ზოგადად დაძაბული ვითარებაა ქვეყანაში, ეპიდემიურადაც და პოლიტიკურადაც, კარგად გააზრებული არჩევანი, ბევრი გარკვეული პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს.  მაქვს ჩემი თანაქალაქელების გონიერების და გვერდით დგომის იმედი”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან რატიანი – ინფექციის ამ მასშტაბით გავრცელება წარმოუდგენელი იყო, 112 რომ რეკავს და ვეუბნებით, ადგილი არ გვაქვს, პირადად ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია
Next post ირაკლი ჩიქოვანი – ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების მიმართ არ გამოუხატავთ რამე სახის პრეტენზია