ლევან ჟორჟოლიანი: “ცენტრ პოინტის” დაზარალებულთა ბინებით უზრუნველყოფის პროცესი გრძელდება

Read Time:32 Second

საკრებულოს სხდომაზე, „ცენტრ პოინტის“  პროექტთან დაკავშირებით,  ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება მიიღეს. თბილისის მუნიციპალიტეტი „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულთა დაკმაყოფილების პროექტს ახორციელებს. როგორც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულთა ბინებით უზრუნველყოფის პროცესი გრძელდება.

მისივე თქმით, გიორგი სააკაძის მოედანზე არსებობს ობიექტი, რომლითაც მუნიციპალიტეტი დაზარალებულებს აკმაყოფილებს.

„სამშენებლო ობიექტთან დაკავშირებით გამოცხადებული იყო ტენდერი და კომპანიას უნდა დაეწყო სამუშაოები. სწორედ ამ დროს პროკურატურის მხრიდან კიდევ 4 ათასი კვადრატული მეტრი ფართის გადმოცემა მოხდა მუნიციპალიტეტისთვის. შესაბამისად, ვალდებულება ავიღეთ, რომ ამ 4 ათასი კვადრატულით დამატებით  დაგვეკმაყოფილებინა ოჯახები. ასევე კომპანია, რომელმაც მშენებლობის ტენდერში გაიმარჯვა, დამატებით დაზარალებულებსაც დააკმაყოფილებს. ჯამში დამატებით 58 ოჯახი შეგვყავს ამ პროექტში,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტარები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ასე ხშირად გამოდიან ქართულ ტელეეკრანებზე, ვერ ერკვევიან სიღრმისეულად საკითხებში და ეს სამწუხაროა. ისინი არიან დამოკიდებული იმ ჰედლაინებზე, რომლებიც საქართველოდან ესმით
Next post ლევან ხაბეიშვილი – ვაპირებთ, 160 სოფელში, ქალაქსა და რაიონში შევხვდეთ მოსახლეობას, ფაქტობრივად, შევქმნათ არმია, რათა ვებრძოლოთ „რუსულ ოცნებას“