ლევან ჟორჟოლიანი: კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი გრძელდება

Read Time:33 Second

თბილისის საკრებულოს სხდომაზე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის შესახებ მორიგი გადაწყვეტილება მიიღეს.

როგორც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, მუნიციპალიტეტი აგრძელებს დაზარალებული პირების ბინებით დაკმაყოფილების პროცესს.

„სხდომაზე განვიხილეთ ინვესტორის მიერ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის 900 კვადრატული მეტრი ფართის გადმოცემის საკითხი, რომელსაც ინვესტორი მუნიციპალიტეტს მიწის სანაცვლოდ გადასცემს. ეს მიწის ნაკვეთი რომელიც ასევე ქალაქმა გამოყო და შემდგომში ინვესტორის მხრიდან მოხდება ამ ფართის – 900 კვადრატის განაწილება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებზე.

ჩვენ ვცდილობთ, ყოველი სხდომა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა რაოდენობა, რომლებიც უკვე 30 წელის ელოდებიან ბინებს,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისი ინფორმაციით, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივებით დაზარალებული სულ 3000 ოჯახია, აქედან 2200-მდე  საცხოვრებელი ფართებით უკვე დაკმაყოფილდა და 800 ოჯახი დარჩა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიკოლაევში სარაკეტო დარტყმას 45 ადამიანი ემსხვერპლა
Next post გიორგი გახარია-თუ ასე გააგრძელებენ, კალაშნიკოვის ლულის მაგივრად ტანკის ლულას მოგვადებენ თავთან