ლევან ნიკოლეიშვილი: სომხეთის ელჩმა მყისიერად დაგმო ინფორმაცია, თითქოსდა, საქართველოს გავლით სამხედრო ტექნიკა თურქეთიდან აზერბაიჯანში გადაადგილდება

Read Time:1 Minute, 32 Second

სომხეთის ელჩის მიერ მყისიერად იქნა დაგმობილი ინფორმაცია, თითქოსდა, საქართველოს გავლით, სამხედრო ტექნიკა თურქეთიდან აზერბაიჯანში გადაადგილდება, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი.

მისი თქმით, არაჯანსაღი, არაკეთილმოსურნე და მტრული ძალები ძალები მაინც ცდილობენ, აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელებით, ჩრდილი მიაყენონ საქართველოს, რომელიც ყველაზე მეტადაა დაინტერესებული რეგიონში მშვიდობითა და სტაბილურობით.

„არადა, ვინ ვინ და, სწორედ ჩვენმა მტრებმა იციან ყველაზე მეტად, რომ ყველაზე მეტად ჩვენ ვართ ყარაბაღში მიმდინარე მოვლენების მშვიდობიან ფორმატში გადაყვანისა და ცეცხლის შეწყვეტის მომხრეები, რაც არაერთხელ გაჟღერდა საქართველოს ყველა უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ. უფრო მეტიც, საქართველო თავაზობს საომარ მხარეებს შუამავლისა და მომრიგებლის როლს – თუკი მათ ნება სურვილი იქნება. გუშინ გამართულ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ ასევე გაკეთდა ოფიციალური განცხადება, იმის შესახებ, რომ ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაწყებიდან, ჩვენი მხრიდან შეწყვეტილია ნებისმიერი სამხედრო ტვირთების გადაზიდვა საქართველოს გავლით, როგორც აზერბაიჯანში, ისე – სომხეთში. აქვე ითქვა ისიც, რომ სამოქალაქო ტვირთები შეუფერხებლად მიეწოდება ორივე ქვეყანას, დასტურად ჩვენი კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობებისა. მიუხედავად ამისა, არაჯანსაღი, არაკეთილმოსურნე და მტრული ძალები ძალები მაინც ცდილობენ, ზემოთაღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელებით, ჩრდილი მიაყენონ საქართველოს, რომელიც ყველაზე მეტად არის დაინტერესებული რეგიონში მშვიდობითა და სტაბილურობით”,- წერს ნიკოლეიშვილი.

ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო, რომლის თანახმადაც, თითქოს სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც ბორჯომშია გადაღებული, აზერბაიჯანს გადაეცემა. „სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც ვიდეოშია ნაჩვენები, ეკუთვნის საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და გადაადგილება ხორციელდებოდა საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. სომხეთის წარმომადგენლობა საქართველოში მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი აარიდონ დეზინფორმაციის გავრცელებას, რასაც შეიძლება, პანიკა და არასასურველი შედეგები მოჰყვეს“ – აცხადებენ საქართველოში სომხეთის საელჩოში.

ამავე საკითხს გუშინ გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი.

„მინდა გამოვეხმაურო სოციალურ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას თითქოს თურქეთის ტერიტორიიდან, აზერბაიჯანის მიმართულებით, სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები თითქოსდა საქართველოს ტერიტორიის გავლით გადააადგილდებიან. ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მშვიდობიან თანაცხოვრებას და კეთდება კონკრეტული მოწოდებები, რომ აზერბაიჯანის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო მაგისტრალი გადაიკეტოს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მებრძოლებთან დაკავშირებულ გავრცელებულ ინფორმაციას არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ეს არის სიცრუე და მიზნად ისახავს საქართველოში და ზოგადად რეგიონში ვითარების ესკალაციასა და დაძაბვას“ – აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: ახალგაზრდობა არის ქვეყნის მომავალი და ჩვენ ახალგაზრდებთან ერთად ვხედავთ მომავალი განვითარების პროცესს
Next post თამარ მეარაყიშვილი ცეზარ ჩოჩელს: მე და ჩემი 11 წლის შვილი ახალგორიდან არ გავქცეულვართ, ბატონო ცეზარ, თქვენ კი ნამდვილად გაიპარეთ 2008 წლის 13 აგვისტოს ღამით