ლევან მურუსიძე: საიდან იცის კელი დეგნანმა, რომ ღამით ზარებს ვახორციელებთ, ანუ ამერიკის საელჩო ტელეფონზე გვისმენს?!

Read Time:27 Second

საიდან იცის კელი დეგნანმა, რომ ჩვენ [სანქცირებული მოსამართლეები] ღამით ზარებს ვახორციელებთ, ანუ ამერიკის საელჩო ტელეფონზე გვისმენს?! – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„თუ გვისმენენ, მაშინ ვთხოვთ – გამოაქვეყნონ ეს ზარები და საზოგადოებას დაანახონ, რომ ღამე ლევან მურუსიძე კონკრეტულ მოსამართლეს ურეკავს და აიძულებს, თან ქრთამსაც აძლევს და კონკრეტულ გადაწყვეტილებას აღებინებს. მაინტერესებს, საიდან აკეთებს დეგნანი ამ დასკვნას?!“, – აღნიშნა ლევან მურუსიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია დარჩიაშვილი ენტონი ბლინკენს წერილით მიმართავს
Next post მიხეილ სარჯველაძე: დამოუკიდებელი ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებზე როდესაც არის ასეთი ბრალდება, არ შეიძლება, რომ რახან ჩემთვის ავტორიტეტულმა ადამიანმა ან სტრატეგიულმა პარტნიორმა თქვა, ბრმად ვენდო