ლევან კუტალიამ დუბლი შეასრულა და გოლები შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას მიუძღვნა

Read Time:30 Second

ლევან კუტალიამ ერევნის „ალაშკერტის” შემადგენლობაში დუბლი შეასრულა და გოლები შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას მიუძღვნა.

„ჩემს გოლებს შოვში გარდაცვლილ ადამიანებს ვუძღვნი“, – დაწერა ლევან კუტალიამ სოციალურ ქსელში.

სომხეთის პრემიერ ლიგის მეორე ტურში „ალაშკერტმა“ გასვლით შეხვედრაში „ვესტ არმენიასთან“ 4:1 გაიმარჯვა. ლევან კუტალიამ ანგარიში მე-18 წუთზე გახსნა, ხოლო ხუთ წუთში სხვაობა ორამდე გაზარდა. ორივე გოლი მან პენალტით გაიტანა.

„ალაშკერტის“ წარმატებაში მთავარი როლი ქართველმა ფეხბურთელებმა ითამაშეს. კუტალიას გარდა, თავი შეცვლაზე შესულმა დავით ხურციძემ გამოიჩინა, რომელმაც მასპინძელთა კარი 90+5-ე წუთზე აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ლევან კუტალია სომხურ კლუბში ზაფხულში გადავიდა, მანამდე საქართველოს ჩემპიონატის ყოფილი ბომბარდირი ისრაელის „სეკცია ნეს ციონას“ ღირსებას იცავდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელი გარდაიცვალა
Next post რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა