ლევან კობიაშვილი – უფრო მეტი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და სტადიონი გვჭირდება

Read Time:1 Minute, 18 Second

სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა დიდ დიღომში ახალი საფეხბურთო ცენტრი გახსნის შემდეგ, სახელმწიფოსთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობასა და მსგავსი ცენტრების საჭიროებზე ისაუბრა, რაც სპორტის მასობრიობასა და ხელმისაწვდომობას გაზრდის.

„ბედნიერი ვარ და მინდა, თითოეულ ადამიანს მივულოცო, ვინაიდან ეს საფეხბურთო ცენტრი ძალიან დიდი შენაძენია ფეხბურთისთვის, სპორტისთვის, ქალაქისთვის და ქვეყნისთვის. ახალგაზრდებს, ბავშვებს, გოგონებს, მოყვარულებს ექნებათ საშუალება გამოიყენონ ეს სივრცე, ითამაშონ ფეხბურთი და ჩაერთონ ყოველდღიურ საფეხბურთო ცხოვრებაში. ეს არის ჩვენი, ფეხბურთის ფედერაციის მიზანი და ჩვენ ამ პროცესს მომავალშიც გავაგრძელებთ. უფრო მეტი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და სტადიონი გვჭირდება, რათა უფრო მეტ ბავშვს ჰქონდეს საშუალება, ითამაშოს ფეხბურთი, ასახელოს ჩვენი ქვეყანა და ქართული ფეხბურთი“, – აცხადებს სფფ-ის პრეზიდენტი.

კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემ. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი იმედოვნებს, რომ ახალი სტადიონების მშენებლობა ფეხბურთს უფრო მასობრივს გახდის და კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელების გაზრდას შეუწყობს ხელს.

„დიდ დიღომში ძალიან კარგი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა სპორტული ცენტრის სახით. მიხარია, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. დიდი დიღმის ცენტრი მოიცავს თანამედროვე მოედანს, შესაბამისი დონის გასახდელებით, საშხაპეებით. გულშემატკივრებისთვის მოწყობილია ტრიბუნა. ძალიან მიხარია, რომ აქ მცხოვრებ პატარებს, რომლებიც საკმაოდ მრავლად არიან, ექნებათ შესაძლებლობა თავის რაიონში ივარჯიშონ და გააგრძელონ სპორტული მოღვაწეობა. მათ უწევდათ სხვადასხვა რაიონში სიარული, რაც გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენდა. მინდა ვუსურვო, რომ ითამაშონ და გაიზარდონ ისეთივე წარმატებული ფეხბურთელები, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა.

დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრის პროექტის ფარგლებში, მოეწყო სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი მოედანი – განათებით, ტრიბუნით, ადმინისტრაციული შენობითა და გასახდელებით. საფეხბურთო ცენტრი სფფ-ის დაფინანსებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შენების ვალდებულებით გადაცემულ ტერიტორიაზე აშენდა. კომპლექსის მოვლა-პატრონობას სრულად უზრუნველყოფს ფეხბურთის ფედერაცია. მსგავსი საფეხბურთო ცენტრები უკვე ფუნქციონირებს თბილისის ოთხ უბანში, მათ შორის, ვაკეში, ნუცუბიძის პლატოზე, გლდანში და ვარკეთილში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: კეზერაშვილს ამბიცია აქვს, ეს ქვეყანა მართოს და იმ ფულის ლეგალიზება მოახდინოს, რომელიც მოიპარა
Next post რა გამხდარა ულამაზესი ქალის სასტიკი მკვლელობის მიზეზი?