ლევან იოსელიანი – „ქართულ ოცნებას“ აღარ სჭირდება დამტკიცება, „ნაცებს“ რევოლუცია უნდათო, რადგან კაცი იძახის, რევოლუცია კი არა, ომი მინდაო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სულ მცირე, უნდა უარყოს ჩალაძის განცხადების შინაარსი

Read Time:43 Second

როცა პარტიის ასე თუ ისე ცნობილი ადამიანი ასეთ განცხადებას აკეთებს, სულ მცირე, პარტია უნდა გამოვიდეს და გაემიჯნოს ამ განცხადების შინაარსს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით ლევან იოსელიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რას ნიშნავს გიორგი ჩალაძის განცხადება, რომ „თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად, ეს არის მუქარა“.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მე ვიცნობ ბევრ ადამიანს და იქ არიან საკმაოდ გონიერი ხალხი, ვისაც ესმის, რომ ასეთი განცხადებები, რაც გიორგი ჩალაძემ გააკეთა, არათუ აახლოებს ხელისუფლებაში დაბრუნებასთან, არამედ პირიქით, უფრო და უფრო შორს აგდებს შესაძლებლობას, რომ ისინი როდესმე დაუბრუნდნენ ძალაუფლებას. როცა პარტიის ასე თუ ისე ცნობილი ადამიანი ასეთ განცხადებას აკეთებს, სულ მცირე, პარტია უნდა გამოვიდეს და უარყოს ამ განცხადების შინაარსი; გაემიჯნოს და თქვას, რომ ეს არის ამ კონკრეტული ადამიანის აზრი და ჩვენ ასეთი რამ აზრადაც არ გვაქვს“, – განაცხადა იოსელიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიული ალასანია: შეიძლება შემდეგი პატიმარი მე ვიყო, რადგან თურმე დამნაშავე ვარ, რომ ჩემს შვილთან საჭირო კალორიები არ მიმაქვს
Next post ზედიზედ მესამედ – ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს