ლევან იოსელიანი: საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ პარლამენტის რეზოლუციის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერით

Read Time:40 Second

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ პარლამენტის რეზოლუციის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერით. ეს უნდა იყოს ნათელი გზავნილი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ევროკავშირში, რომ ქართული პოლიტიკური კლასი შეთანხმებულია იმაზე, რომ გვინდა ევროკავშირი და ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენ ვბრუნდებით იმ ოჯახში, სადაც ვიყავით. ჩვენ არავის არსად მისაღები არ გვჭირს – ჩვენ ვიყავით ამ ოჯახის წევრი ძალიან დიდი ხანი და ნამდვილად მგონია, რომ იქ ვბრუნდებით, სადაც ჩვენი ადგილია. რაც შეეხება რეზოლუციას, შენიშვნები აქვთ ჩემს კოლეგებს, ჩვენც გვაქვს, მაგრამ ამ შენიშვნება არ უნდა გამოიწვიოს ის პროცესები, რომელიც ერთხელ უკვე მოხდა პარლამენტში, როდესაც რეზოლუციის გამო ვერ მოხდა შეთანხმება. უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ვგულისხმობ. ახლა მაინც უნდა შევძლოთ, რომ ამ რეზოლუციას დავუჭიროთ მხარი“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, საქართველოში ხელისუფლებამ და ოპოზიციამ რაღაც საკითხებზე შეთანხმება უნდა დაიწყონ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზახაროვა ევროპას – როდის გაჩერდებით?
Next post ზელენსკი: ორ პრეზიდენტს შორის მხოლოდ პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ შევძლებთ ომის დასრულებას