ზელენსკი: ორ პრეზიდენტს შორის მხოლოდ პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ შევძლებთ ომის დასრულებას

Read Time:34 Second

გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის, განიხილოს გარკვეული კომპრომისები უკრაინაში ომის დასასრულებლად, თუმცა არ დაუშვებს თავისი ქვეყნის ღალატს.

„მეორე მხარეც უნდა იყოს მზად კომპრომისებზე წასასვლელად. ამიტომ ჰქვია ამას კომპრომისი. დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ორ პრეზიდენტს შორის მხოლოდ პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ იქნება შესაძლებელი ომის დასრულება.

„ყოველ მოლაპარაკებებში ჩემი მიზანი რუსეთთან ომის დასრულებაა. მზად ვარ, გარკვეული ნაბიჯები გადავდგა. კომპრომისებზე წასვლა შეიძლება, თუმცა ეს კომპრომისი ქვეყნის ღალატი არ უნდა იყოს. სხვა მხარეც უნდა იყოს მზად კომპრომისზე წასასვლელად. მხოლოდ ასე შევძლებთ ამ სიტუაციიდან გამოსვლას. პრეზიდენტებს შორის პირდაპირი კონტაქტი არ შემდგარა. ორ პრეზიდენტს შორის მხოლოდ პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ შევძლებთ ბოლო მოვუღოთ ამ ომს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან იოსელიანი: საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ პარლამენტის რეზოლუციის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერით
Next post ირაკლი ლატარია-საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები მეცოდებიან, ალბათ 99%-ს საგნები შეეტენებათ, რათა დამატებით გამოცდაზე გასვლისთვის თანხები გადაიხადონ, აბა სააკაშვილის კრიმინალი დედის გადარიცხულ 1 მილიონ ლარს ამოღება არ უნდა?