ლევან დავითაშვილი: წყალტუბოს 22 სანატორიუმის რეაბილიტაციით მივიღებთ 6 000 საწოლ ფონდს და შევძლებთ 350 000-ზე მეტ ვიზიტორს ვუმასპინძლოთ

Read Time:34 Second

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, დღეისთვის წყალტუბოში 10-ზე ნაკლები სასტუმრო ფუნქციონირებს, მათგან არცერთი არ არის მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო და იმისთვის, რომ კურორტმა მიიღოს უფრო მაღალი მსყიდველუნარიანი ტურისტი და მეტი შემოსავალი ტურიზმის ინდუსტრიიდან, საჭიროა მაღალი ხარისხის ბრენდული სასტუმროების განვითარება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი საინვესტიციო პაკეტის შეთავაზების შემდეგ, მივიღებთ ისეთ ინვესტიციებს, როგორსაც ველით და როგორსაც იმსახურებს წყალტუბო. ყველა შეფასებით, ათჯერ გაიზრდება უძრავი ქონების ფასი და წყალტუბო გახდება მიმზიდველი საინვესტიციო ადგილი, სადაც განვითარდება არამხოლოდ სასტუმრო ობიექტები, არამედ ყველა ის დამხმარე ინფრასტრუქტურა, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიას სჭირდება“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საბოლოოდ წყალტუბოში მივიღებთ 6,000 საწოლ ფონდზე მეტს და ეს იქნება იმაზე მეტი, რაც ყველაზე პიკურ პერიოდში იყო ხელმისაწვდომი საწოლი ადგილები კურორტზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ეწვევა
Next post საფრანგეთმა ერთი წლით ციხეში წასვლა და 75 000 ევროს ჯარიმა დააწესა „ყალბი ახალი ამბების“ გავრცელებისთვის