ლევან დავითაშვილი: ქვეყანაში დეფიციტის შექმნის რისკი არ არსებობს, პანიკა კი ფასების ზრდას გამოიწვევს

Read Time:1 Minute, 32 Second

 

ეკონომიკა

imedi /  14 მარტი 2020, 18:44/ სანდო წყარო

ლევან დავითაშვილი: ქვეყანაში დეფიციტის შექმნის რისკი არ არსებობს, პანიკა კი ფასების ზრდას გამოიწვევს

ლევან დავითაშვილი

ფოტო: არქივი

წინა სტატია

ქვეყანაში დეფიციტის შექმნის რისკი ნამდვილად არ არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზებულად, წყნარ რეჟიმში შევიძინოთ სურსათი, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტრო საგანგებო რეჟიმში ახორციელებს მონიტორინგს, კომუნიკაცია აქვს ყველა მომწოდებელთან და შესაბამისად, მოწოდების კუთხით შეფერხებები არ იქნება.

„სურსათის მარაგებთან დაკავშირებით, სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს ძირითადი სასურსათო კატეგორიების მონიტორინგს, იმისთვის, რომ ქვეყანაში დეფიციტი არ შეიქმნას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რომ არ იყოს პანიკური მოთხოვნილება. პანიკის შემთხვევაში ეს გამოიწვევს ფასების ზრდას, რაც მოსახლეობას დააზარალებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ გაითავისოს, რომ რისკი ქვეყანაში დეფიციტის შექმნის ნამდვილად არ არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზებულად, წყნარ რეჟიმში შევიძინოთ სურსათი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა

მისი თქმით, სატვირთო გადაზიდვებზე, მგზავრების გადაადგილებისგან განსხვავებით, შეზღუდვის რეჟიმი არ მოქმედებს.

„სხვა მხრივ, სამინისტრო საგანგებო რეჟიმში ახორციელებს მონიტორინგს. გვაქვს კონკრეტული კავშირები ყველა მომწოდებელთან. მნიშვნელოვანია, რომ მოწოდების კუთხით არ იქნება შეფერხებები. მათ შორის სატვირთო გადაზიდვები არის ცალკე რეჟიმში, განსხვავებულია მგზავრების გადაადგილებისგან და ეს იმისთვის, რომ ქვეყანაში არ შეიქმნას რაიმე ტიპის სურსათზე დეფიციტი. ძირითად სასურსათო კატეგორიებზე – ხორბალი, ფქვილი, ბურღულეული, ზეთი და სხვა, ჩვენ გვაქვს უწყვეტი მოწოდება და პანიკის საფუძველი არ არსებობს“, – განმარტა მინისტრმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იტალიელი ტურისტი ქართველებს: გთხოვთ, შეასრულოთ რეკომენდაციები, რომ კახეთში ღვინის დასაგემოვნებლად დავბრუნდე
Next post ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 27 პაციენტიდან 4 პირი არის 14 წლამდე ასაკის