ლევან ბერძენიშვილი – ქართველმა ხალხმა მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბერი აპატია

Read Time:47 Second

რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგით დადასტურდა, რომ ქართველმა ხალხმა მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის 7 ნოემბერი აპატია. ბერძენიშვილის განცხადებით, ის ცდებოდა, როდესაც ამბობდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ 7 ნოემბერს არ აპატიებდნენ.

„7 ნოემბერი ბოლომდე არ გამოიძია „ქართულმა ოცნებამ“. კარგად იციან, ვინ სად იყო და ვინ აფინანსებდა. მახსოვს ბიძინა ივანიშვილის განცხადებებით ვანოს გადავუხადე, სხვას გადავუხადე. მოკლე მეხსიერება არის ძალიან ცუდი. მე, მაგალითად, არ დამავიწყდა ჩემი გამოსვლა, რომ ამას არ აპატიებს სააკაშვილს ქართველი ხალხი. ახლა მივხვდი, რომ არჩევნების შედეგით, 600 000 ხმით ქართველმა ხალხმა 11 წლის შემდეგ 7 ნოემბერი აპატია. ხალხმა თქვა, ვაპატიე იმ მოტივით, რომ 7 ნოემბერი არ განმეორდეს. ეს განმეორდება თუ ივანიშვილის ხელში აღმოჩნდება ყველაფერი. როცა ვთქვი, რომ არ აპატიებს სააკაშვილს ხალხი, მე შევცდი. 7 ნოემბრის გამართლება შეუძლებელია, მაგრამ როცა მათ მოინანიეს და თქვეს, რომ შეცდნენ, მათ აპატიეს. ხელისუფლება მოვიდა უკვე ექვსი წელია, ვერაფერი გააკეთა გარდა იმისა, რომ მხოლოდ იმ ცხრა წელზე საუბრობს“, – აცხადებს „რუსთავი 2-თან“ საუბრისას ლევან ბერძენიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რუსთავში ორი კაცი ნარკოტიკული თრობისგან უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ვიდეო
Next post თბილისის მერიამ ნაციონალების დროს გასხვისებული კორტების ტერიტორია დაიბრუნა