კურორტ “გოდერძიზე” 150 მლნ ლარის ღირებულების 19 საინვესტიციო პროექტი ხორციელდება

Read Time:21 Second

კურორტ „გოდერძის“ განვითარების ახალი ეტაპის ფარგლებში 150 მლნ ლარის ღირებულების 19 საინვესტიციო პროექტი ხორციელდება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თქმით, ამ დროისთვის კურორტზე სრულიად ახალი საავტომობილო გზის გაყვანის ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი კურორტ „გოდერძიზე“ 1320 მ ახალი საავტომობილო გზის მშენებლობას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, კურორტის ტერიტორიაზე მაღალი კლასის სასტუმროები, კოტეჯები, კაფეები, რესტორნები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, საკონფერენციო დარბაზები და პიაცა „გოდერძი“ შენდება. საინვესტიციო პროექტების ფარგლებში კურორტს 1300 განთავსების ადგილი დაემატება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გაიცანით ინფლუენსერი ბაყაყი, რომელმაც ხალხის სიყვარული დაიმსახურა
Next post ბრედ პიტმა და ჯენიფერ ენისტონმა რომანტიკული ურთიერთობები აღადგინეს