კრისტიან დანიელსონი: ვგრძნობ, რომ ყველა პარტიის მხრიდან არის მზადყოფნა, წინსვლის გზის მოძებნა სცადონ

Read Time:23 Second

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერებს ხვდება, შეხვედრის დაწყებამდე „პირველ არხთან“ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიები დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და მე ვგრძნობ, რომ ყველა პარტიის მხრიდან არის მზადყოფნა, შეეცადონ, მოძებნონ წინსვლის გზა. სწორედ ეს არის, რის დახმარებასაც ჩვენ ვცდილობთ ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.​

„ქართული ოცნების“ მხრიდან, შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი ესწრებიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: ყველა აცრილ ადამიანს იმუნიზაციის ორენოვანი ცნობა გადაეცემა
Next post ირაკლი კობახიძე დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენთვის სამართლიანობა წითელი ხაზია