კორონავირუსის წამალი რომელიც საფრანგეთში წარმატებით გამოსცადეს,ქართველი ექიმები თვე ნახევარია უკვე იყენებენ

Read Time:45 Second

ფრანგი მეცნიერები კლინიკური კვლევების წარმატებულ შედეგებზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ორი არსებული წამლის ჰიდროქსიქლოროქინისა და აზითრომიცინის კომბინირებული გამოყენება ეფექტიანად ებრძვის ახალ კორონავირუსს.

ამის შესახებ სტატიას ჟურნალი  International Journal of Antimicrobial Agents აქვეყნებს.

დღეისათვის კორონავირუსით განკურნებისთვის სპეციალური წამალი არ არსებობს. ამასთან, მსოფლიოში ასობით კლინიკური კვლევა მიმდინარეობს უკვე არსებული წამლების ეფექტიანობის დასადგენად.

კვლევები ძირითადად ორი ჯგუფის წამლების გარშემო ტარდება. ეს წამლებია: რემდისივირი, ქლოროქინი და ჰიდროქსიქლოროქინი.

Работник лаборатории во Франции во время манипуляций с образцами пробы потенциально зараженного коронавирусом пациента

სამივე მათგანმა დადებითი შედეგები აჩვენა კორონავირუსთან ბრძოლაში, თუმცა რომელიმე მათგანის პრაქტიკაში დასანერგად საჭიროა კლინიკური კვლევების ჩატარება.

ფრანგმა მეცნიერებმა პირველი კლინიკური კვლევა ჰიდროხლოროხინზე დამოუკიდებლად ჩაატარეს და კომბინირებულად ანტიბიოტიკ აზიტრომიცინთან. კვლევა მიმდინარეობდა მარსელის უნივერსიტეტის ჰოსპიტალის ბაზაზე.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 36-მა პაციენტმა.

ექსპერიენტის ყველა მონაწილეზე დადებითად აისახა ჰიდროქსიქლოროქინზე და აზიტრომიცინის კომბინაცია. ყოველდღიურად მათ კარდიოგრამას უღებდნენ უკუჩვენების გამოსაკვლევად. მეხუთე დღეს ყველა პაციენტის ტესტმა აჩვენა, რომ კორონავირუსი არ ჰქონდა.

ექსპერიენტში მონაწილე ყველა პაციენტი განიკურნა.

მეცნიერები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტში მონაწილეთა რაოდენობა დიდი არ იყო, შედეგები იმედისმომცემია.

fortuna.ge

Comments

0 კომენტარები

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მსოფლიოს უკვე 100 000 ათასამდე გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს – კორონავირუსის ახალი მონაცემები
Next post მარსზე თვითიზოლაციაში მყოფმა მავალმა „კურიოზიტიმ“ ჩვენს გასამხნევებლად ახალი სელფი გამოგზავნა