კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სპორტული დარბაზებისა და სპაცენტრების მუშაობა შეიზღუდება

Read Time:26 Second

სპორტდარბაზებისა და სხვადასხვა სახის სპაცენტრების ფუნქციონირება შეიზღუდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამის უწყებებს დღეს დაევალათ, გააკონტროლონ, როგორ სრულდება მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

„სრულად შეიზღუდება სპორტდარბაზების და სხვადასხვა სახის სპაცენტრების ფუნქციონირება. ესეც ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის გადაწყვეტილებები შეზღუდვის, რომელიც იყო მიღებული, მათი მენეჯმენტის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამის უწყებებს დღეს დაევალათ, გააკონტროლონ, როგორ სრულდება მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. მსგავსი მექანიზმები შეიქმნება თითოეულ სამინისტროში, რაც მოგვცემს საშუალებას, ადეკვატურად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს“ ,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში ხვალიდან სამარშუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება
Next post გიორგი გახარია – მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ეფექტურად ხორციელდება დაავადების შეჩერება, დღეს გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, რაც ნიშნავს, რომ შემთხვევები გაგვეზრდება