კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 128 აჭარაში გამოვლინდა

Read Time:45 Second

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 128 აჭარაში დაფიქსირდა, 30 – თბილისში.

19 – ქუთაისი, სამეგრელო ზემო სვანეთი – 6, ქვემო ქართლი – 5, შიდა ქართლი – 1, გურია – 4, მცხეთა მთიანეთი – 2, კახეთი – 1.

ამის შესახებ ინფექციურის სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 43 პროცენტს შეადგენს.

მისივე ინფორმაციით, კოვიდცენტრებსა და მკურნალობისთვის განკუთვნილ სასტუმროებში 1981 პაციენტია მოთავსებული, აქედან 836 არის კოვიდცენტრებში, მათ შორის 14 კრიტიკულად მძიმე და 80-მდე მძიმე პაციენტია. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის და მსუბუქია.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 196 ადამიანს დაუდასტურდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: არ არსებობს სფერო, სადაც არ არის ძირეული და სერიოზული წინსვლა
Next post 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკომ სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ დადგენილება გამოსცა