კონფლიქტის ზონაში მცხოვრებმა მოსწავლეებმა „დინამო არენა“ დაათვალიერეს

Read Time:36 Second

კონფლიქტის ზონაში მდებარე ერგნეთის და ნიქოზის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“ დაათვალიერეს.

ეს პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი მეძმარიაშვილის ორგანიზებით და ეროვნულ სამშვიდობო-სპორტული პროექტების ორგანიზატორი გიორგი სამხარაძის ინიციატივით მოხდა.

ეროვნულ სტადიონზე მოსწავლეებს დახვდნენ საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები და ეროვნული ფედერაციების ხელმძღვანელობა, რომლებმაც ისინი სპორტული ინვენტარით დააჯილდოვეს.

ბავშვებს საქართველოს პარლამენტში სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა უმასპინძლა, კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და წარმატებულ სპორტსმენებზე ესაუბრა.

„სკოლის მოსწავლეები ინტერესით გაეცნენ საკანონმდებლო ორგანოს და უშუალოდ სპორტის კომიტეტის საქმიანობას. იმედი მაქვს, რომ ამ ბავშვების უმრავლესობა წარმატებული საჯარო მოხელე და პარლამენტის წევრი გახდება. ჩვენი სურვილია, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე დასახლებების სკოლის მოსწავლეები ხშირად გვესტუმრონ პარლამენტში, რათა მეტი ინფორმაცია მიიღონ საკანონმდებლო ორგანოსა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის შესახებ“, – განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
Next post რუსეთთან ურთიერთობაში არასწორი ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია – ნიკოლ ფაშინიანი