კონსტანტინე გამსახურდია – გვსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს,“ რომელიც სრულად ფარავს ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის ხარჯს

Read Time:37 Second
ცოტნე გამსახურდიას რეაბილიტაციის და განკურნების პროცესი გეგმაზომიერად წინ მიდის. ყველაფერი კეთდება მისი გამოჯანმრთელებისთვის. გვსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს,“ რომელიც სრულად ფარავს მკურნალობის ყველა ხარჯს,- წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია.
როგორც გამსახურდია აღნიშნავს, მან ცოტნე გამსახურდია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩთან, ლევან იზორიასთან ერთად მოინახულა. ,,დღეს, 19 სექტემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიაში, ბატონმა ლევან იზორიამ, ასევე მე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა და საელჩოს კიდევ ორმა თანამშრომელმა მოვინახულეთ ცოტნე გამსახურდია ჰაიდელბერგის შმიდერის კლინიკაში, სადაც იგი რეაბილიტაციის და მკურნალობის კურსს გადის. როგორც ჩემი, ისე კოლეგების აზრით ცოტნე გამსახურდიას რეაბილიტაციის და განკურნების პროცესი გეგმაზომიერად წინ მიდის. ყველაფერი კეთდება მისი გამოჯანმრთელებისთვის. გვსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს,“ რომელიც სრულად ფარავს მკურნალობის ყველა ხარჯს”,- წერს კონსტანტინე გამსახურდია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღე-ღამეში მსოფლიოში 5 360 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
Next post რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე, მოსახლეობასთან შეხვედრებს კარდაკარ შემოვლის პრინციპით აგრძელებენ