კონგრესმენ ბილ კიტინგი: მრავალი თვალსაზრისით საქართველო დემოკრატიის მოწინავე პოზიციებზეა

Read Time:39 Second

შეხვედრაზე მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებული საკითხები მიმოიხილეს, მაღალი შეფასება მიეცა ორი ქვეყნის თანამშრომლობას ყველა მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.

„ნამდვილად დიდი პატივისცემით განვიმსჭვალე სტუმრებისა და ზოგადად, შეხვედრის მიმართ. ჩვენს შორის შედგა საინტერესო საუბარი. დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენს შორის არსებულ პარტნიორობას ეკონომიკისა და უსაფრთხოების მიმართულებით. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისათვის, რომლის წევრი უამრავი ჩვენგანი და მათ შორის მეც გახლავართ, საქართველო მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს და მჯერა, რომ მრავალი თვალსაზრისით, საქართველო დემოკრატიის მოწინავე პოზიციებზეა. ამაზე მეტყველებს ის რეფორმები, რომლებიც დემოკრატიის განვითარებას ემსახურება. საქართველოსთან აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა“,- განაცხადა ბილ კიტინგმა შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრის ფარგლებში დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი. ხაზი გაესვა აშშ-ს მნიშვნელოვან როლს ევრო-ატლანტიკური მიზნების რეალიზაციის გზაზე.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ადამ კინზინგერი – ჩვენ საქართველოს როლს ვხედავთ, როგორც ძალიან მნიშვნელოვანს ჩვენს მომავალში
Next post ბილ კიტინგი: მრავალი თვალსაზრისით საქართველო დემოკრატიის მოწინავე პოზიციებზეა