კომუნიკაციების კომისია მობილურ კომპანიებს ყალბი სმს-ების შეზღუდვას თხოვს

Read Time:1 Minute, 21 Second

კომუნიკაციების კომისია მიმართავს ყველა მობილურ ოპერატორს არ დაუშვან კორონა ვირუსთან დაკავშირებით მიზანმიმართულად შეცდომაში შემყვანი სმს შეტყობინებების გავრცელება.  ამ მიზნით კომუნიკაციების კომისიამ უკვე დაავალა მისი რეგულირების სფეროში შემავალ ყველა ავტორიზებულ პირს უსწრაფესი რეაგირება მოახდინონ. კერძოდ, კომისიამ  ყველა ავტორიზებულ პირს მისცა მითითება დაუყონებლივ  შეუზღუდონ სმს  (A2P)  შეტყობინებების გავრცელება არაავტორიზებულ პირებს, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ მობილური ოპერატორების სერვისით და საზოგადოებას შეცდომაში შემყვან ინფორმაციას აწვდიან.

დღეს, 16 მარტს, საქართველოს მთავრობამ კორონა ვირუსთან დაკავშირებით  გაუგზავნა მთელი საქართველოს მოსახლეობას რეკომენდაციები და ინფორმაცია შემდეგი  შეტყობინებების სახით: „MTAVROBA: დაიცავთ პირადი ჰიგიენა, აუცილებელი საჭიროების გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან, განსაკუთრებით სიფრთხილე მათ, ვინც 60 წელს გადაცილებულია, საჭიროებისას დაიცავით თვითიზოლაციის წესები, მაღალი სიცხისას და ხველებისას მიმართეთ ექიმს. გისურვებთ ჯანმრთელობას. www.stopcov.ge www.moh.gov.ge, გადაუდებელი დახმარება 112.“ აღნიშნული სმს გაგზავნით ბოროტად ისარგებლეს დაინტერესებულმა პირებმა და ამ სმს გავრცელებიდან, დაახლოებით 2 საათში ადგილი ჰქონდა ორი ყალბი სმს შეტყობინების გავრცელებას. დაინტერესებული პირების მიერ მოხდა მთავრობის სახელით ფეიკ შეტყობინების გავრცელება, ოდნავ მოგვიანებით კი, ანალოგიურად ყალბი  შეტყობინება გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს სახელით. სმს-ების გამავრცელებლის მიზანს საზოგადოების კიდევ უფრო დაძაბვა და მათი შეცდომაში შეყვანა წარმოადგენდა.

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია მობილურმა კომპანიებმა  მოახდინონ უსწრაფესი რეაგირება, რათა აღიკვეთოს  შეცდომაში შემყვანი შეტყობინებებისა და არასათანადო სოციალური რეკლამების გავრცელება. იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირების მიერ არ მოხდება შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა, კომუნიკაციების კომისია მისი რეგულირების სფეროში შემავალი კომპანიების მიმართ, კანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს ზომებს გაატარებს და საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზაციას შეუჩერებს  მათ.

თემის მნიშვნელობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მოსახლეობას მხოლოდ სწორი და ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მიეწოდებოდეს, რათა არ მოხდეს საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა. აქედან გამომდინარე, კომისია ავალებს მისი რეგულირების სფეროში შემავალ ყველა კომპანიას, რომ კორონა ვირუსთან დაკავშირებით, ინფორმაცია და რეკომენდაციები საზოგადოებას მხოლოდ ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით მიაწოდონ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერი და ვიცე პრემიერი! დღე და ღამე ქვეყნის სამსახურში
Next post 33 წლის ბიჭი-ამიკო გოგიტიძე, რომელიც თავდადებულად შრომობს ამირან გამყრელიძესთან, პაატა იმნაძესთან და თენგიზ ცერცვაძესთან ერთად, ფაქტიურად 2 თვე არ უძინიათ