კოლეგებო, მივხედოთ ჩვენს საქმეს პირნათლად – დარწმუნებული ვარ, ეს კანონპროექტი ბევრს გადაკითხულიც არ აქვს და სამწუხაროა, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, შეიძლება სახელმწიფოსათვის საზიანო აზრს ვუჭერდეთ მხარს – ანსამბლ “რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელი

Read Time:33 Second

ანსამბლ “რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელი დავით შანიძე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით ხელოვნების კონკრეტული წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ კრიტიკას ეხმიანება.

მისი განცხადებით, ყველამ რომ თავისი საქმე აკეთოს, ქვეყანას ეშველება. შესაბამისად, კოლეგებს, რომელთა უმრავლესობას კანონპროექტი გადაკითხულიც კი არ აქვს, მოუწოდებს, რომ საკუთარ საქმიანობას პირნათლად მიხედონ და ნებსით თუ უნებლიეთ, ქვეყნისთვის საწინააღმდეგო აზრს არ დაუჭირონ მხარი.

“ერთი დიდი მსახიობის, კერძოდ რამაზ ჩხიკვაძის დარიგებიდან მახსენდება. ყველამ რომ თავის საქმე აკეთოს, ეშველება ჩვენს ქვეყანასო. ხელოვნება მართლაც რომ ყველაფერზე მაღლა დგას და მოდით კოლეგებო მივხედოთ ჩვენს საქმეს პირნათლად. დარწმუნებული ვარ ეს კანონპროექტი ბევრს გადაკითხულიც არ აქვს. ძალიან სამწუხაროა ის რომ ნებსით თუ უნებლიეთ შეიძლება სახელმწიფოსათვის საზიანო აზრს ვუჭერდეთ მხარს!” – წერს დავით შანიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკა სეფაშვილი: კითხვა მაქვს ამერიკის ელჩთან, ქალბატონ დანიგანთან – ქართველ ხალხს აინტერესებს, კონკრეტულად რას მოხმარდა ის თანხა, რითაც ასე ამაყობთ
Next post საქართველოში მიწისძვრა მოხდა