ეკა სეფაშვილი: კითხვა მაქვს ამერიკის ელჩთან, ქალბატონ დანიგანთან – ქართველ ხალხს აინტერესებს, კონკრეტულად რას მოხმარდა ის თანხა, რითაც ასე ამაყობთ

Read Time:48 Second

„დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა გააგრძელა მისი წინამორბედის ცრუ რიტორიკა აშშ-ის მიერ საქართველოში დახარჯულ თანხასთან დაკავშირებით, რომელსაც, რატომღაც, კვლავ „დახმარებას“ უწოდებს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი წერს.

როგორც ეკა სეფაშვილი აღნიშნავს, აშშ-დან არანაირი 6 მილიარდი დოლარი საქართველოში არ დახარჯულა და ეს თანხა უფრო ნაკლებია, ვიდრე 4 მილიარდი 30 წლის მანძილზე. თუმცა, ამაზე მნიშვნელოვანია ის მიზნობრიობა, თუ რისთვის იქნა გამოყენებული ეს თანხები.

„ამას თავი დავანებოთ ამ ეტაპზე… ჯერ ერთი – არანაირი 6 მილიარდი დოლარი საქართველოში არ დახარჯულა, ეს თანხა უფრო ნაკლებია, ვიდრე 4 მილიარდი 30 წლის მანძილზე, მაგრამ ახლა არც ეს არის მთავარი. მთავარია ის, თუ რაში დაიხარჯა ამერიკული ფული. წინა ელჩს დაჟინებით ვთხოვდით და მოვუწოდებდით, თავი დაენებებინა ზოგადი ფრაზებით საუბრისათვის და პუნქტობრივად ჩამოეწერა, თუ რაში დაიხარჯა ამერიკიდან წამოსული თანხები. ზუსტად ანალოგიური შეკითხვა მაქვს ქალბატონ დანიგანთან – ქართველ ხალხს აინტერესებს, კონკრეტულად რას მოხმარდა ის თანხა, რითაც ასე ამაყობთ. იმედს ვიტოვებ, რომ ამჯერად მაინც გვექნება კონკრეტული პასუხი კონკრეტულ კითხვაზე“, – წერს ეკა სეფაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post VIDEO: 2003 წელს, ეს კანონი რომ გვქონოდა მიღებული, გარწმუნებთ, რომ ის რევოლუცია რომელიც მოხდა, ვარდების რევოლუციის სახით, რომელმაც მთლიანად ააყირავა ქვეყანა, რომელსაც მოყვა გირგვლიანის და რობაქიძის საქმეები, ეს გაუბედურებული ოჯახები და სახელმწიფო რეკეტი არ იარსებებდა… – ნანა კაკაბაძე
Next post კოლეგებო, მივხედოთ ჩვენს საქმეს პირნათლად – დარწმუნებული ვარ, ეს კანონპროექტი ბევრს გადაკითხულიც არ აქვს და სამწუხაროა, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, შეიძლება სახელმწიფოსათვის საზიანო აზრს ვუჭერდეთ მხარს – ანსამბლ “რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელი