კოვიდინფიცირების 17 ახალი შემთხვევიდან 11 „ლენჯერის კლასტერს“ უკავშირდება

Read Time:58 Second
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცრების 17 გამოვლენილი შემთხვევიდან 11 ე.წ. ლენჯერის კლასტერს უკავშირდება. 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 5 კი იმპორტირებული შემთხვევაა. შემოტანილი შემთხვევებიდან 3 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, – ინფორმაციას „იმედინიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე უდასტურებს.
 
21 აგვისტოს მესტიის მუნიციპალიტეტში, საკრანტინო შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა, გარდა დაბა მესტიისა და სოფელი ლენჯერისა. იქ რჩება ერთიანი გამშვები პუნქტი, რომელსაც სამართალდამცავები აკონტროლებენ.
 
12-დღიანი კრანტინის შემდეგ მოქალაქეები შეუზღუდავდ გადაადგილდებიან და როგორც ისინი ამბობენ, შეზღუდვების მიუხედავად, საკვების დეფიციტი არ ჰქონიათ.
 
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
 
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 411 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1132-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 848 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269.
 
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
 
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
 
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: კარგია, რომ მეტი ინვესტიციები იდება განათლებაში, თუმცა ამას პარალელურად უნდა სდევდეს ინვესტიციები მეცნიერებაში
Next post ამირან გამყრელიძე – საპანიკო არაფერია, ქვეყანაში ეპიდვითარება არის მართვადი