ამირან გამყრელიძე – საპანიკო არაფერია, ქვეყანაში ეპიდვითარება არის მართვადი

Read Time:37 Second

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება და საგანგაშო არაფერია.

„საგანგაშო და საპანიკო არაფერია, სიტუაცია მართვადია. ხდება ადრეულ ეტაპზე ყველა შემთხვევის იდენტიფიცირება და შემდგომ კარანტინიზაცია ან საავადმყოფოში გადაყვანა. ამავე დროს, გრძელდება გაფართოებული ტესტირება მესტიის მუნიციპალიტეტში. გუშინ და გუშინწინ უმრავლესობას დაუმთავრდა საკარანტინო სივრცეში ყოფნის 12 დღე“, – განაცხადა გამყრელიძემ და განმარტა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში ტესტირება სულ 1052 პირს ჩაუტარდა.

„აქედან არიან როგორც საკარანტინო ზონებში მყოფი, ისე ლენჯერში მყოფი პირები, მაგრამ ცუდი ამინდის გამო, გუშინ ლენჯერის სრული მოსახლეობის ტესტირება ვერ მოხერხდა და დღეს გაგრძელდება. ასევე გრძელდება ტესტირება ბათუმის ბულვარსა და ქობულეთში, სადაც ჯერჯერობით ყველა პასუხი უარყოფითია. 180-მდე ნიმუშია გატესტილი შეკვეთილში, ქობულეთსა და ბათუმში, აქედან ვიცით 82-ის პასუხი და ამ ეტაპზე ყველა უარყოფითია“, – განუცხადა გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კოვიდინფიცირების 17 ახალი შემთხვევიდან 11 „ლენჯერის კლასტერს“ უკავშირდება
Next post „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ არჩევნებზე თავისი კანდიდატები დაასახელა