კობახიძემ იორდანიის პრემიერმინისტრთან პარტნიორობის პერსპექტივები განიხილა

Read Time:22 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იორდანიის სამეფოში ოფიციალური ვიზიტი პრემიერმინისტრთან, ჰანი ალ მულქისთან შეხვედრით დაასრულა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს და პარტნიორობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

მათივე ცნობით, საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობას. იორდანიის სამეფოს პრემიერმინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანი პერსპექტივა არსებობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სასტუმრო ლეოგრანდს სახელი გადაარქვეს
Next post 1 მაისიდან ძალაში “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონი შედის