კიევის 70% ელექტროენერგიის გარეშე რჩება

Read Time:20 Second

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, 24 ნოემბრის მონაცემებით, ქალაქის 70% ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

კლიჩკოს თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება „რაც შეიძლება მალე“ აღდგეს, თუმცა ზუსტი ვადები დამოკიდებული იქნება უკრაინის ენერგოსისტემაში ბალანსის აღდგენაზე.

კიევის მერმა ასევე განაცხადა, რომ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მცხოვრებ დედაქალაქის მოსახლეობას წყალმომარაგება უკვე აღუდგა.

კიევი ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშე 23 ნოემბერს დარჩა, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასირებული შეტევა მიიტანა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post VIDEO: ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე მეორე შვილს ელოდებიან
Next post ნანა კაკაბაძე: ოლიგარქია აღქმით, ჩადგმით და ჩამოტარებით, ძალაუფლების მისატაცებლად გაჩაღებული ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა