კვლევა: „ომიკრონით“ ინფიცირებისას ჰოსპიტალიზაციის ალბათობა, სხვა შტამებთან შედარებით, 50-70%-ით უფრო ნაკლებია

Read Time:28 Second

„ომიკრონით“ ინფიცირებული ადამიანის ჰოსპიტალიზაციის ალბათობა, სხვა შტამებთან შედარებით, 50-70 პროცენტით უფრო ნაკლებია. ამის შესახებ დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს.

კვლევა ეფუძნება ნოემბრის დასაწყისიდან „ომიკრონითა“ და „დელტათი“ ინფიცირების შემთხვევებს, მათ შორის 132 ჰოსპიტალიზებული ადამიანის მონაცემებს. კვლევის თანახმად, „ომიკრონის“ წინააღმდეგ ვაქცინის რეზისტენტობა „ბუსტერ დოზის“ გაკეთებიდან 10 კვირაში სუსტდება.

როგორც დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შედეგებიდან ირკვევა:

  • „ომიკრონით“ ინფიცირებულის რეანიმაციაში მოხვედრის ალბათობა 31-45%-ით უფრო ნაკლებია;
  • „ომიკრონით“ ინფიცირებულის ჰოსპიტალში მოხვედრის ალბათობა 50-70%-ით უფრო ნაკლებია.

თუმცა, მიუხედავად ამისა, უფრო მსუბუქად მიმდინარე ვირუსმა შესაძლოა მაინც შექმნას დატვირთვა ჰოსპიტლებზე, ვინაიდან ის ძალიან სწრაფად ვრცელდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძის განცხადებით, „საახალწლო სოფელი“ ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის არის განკუთვნილი და მასში ყოველდღიურად სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები გაიმართება
Next post ამირან გამყრელიძე: ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია, მაგრამ ვიყოთ მოკრძალებული, „ომიკრონის“ დროს გადამდებლობა 4-ჯერ არის მომატებული