ამირან გამყრელიძე: ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია, მაგრამ ვიყოთ მოკრძალებული, „ომიკრონის“ დროს გადამდებლობა 4-ჯერ არის მომატებული

Read Time:39 Second

ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ ვიყოთ მოკრძალებული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოს თითქმის არც ერთ ქვეყანაში მკაცრ „ლოკდაუნს“ აღარ მიმართავენ და ყურადღება გამახვილებულია რეკომენდაციების და წესების აღსრულებაზე.

„არავინ არ ჩაკეტავს ქვეყანას, არც ევროპული ქვეყნები საშობაოდ არ კეტავენ ქვეყნებს. მძლავრი „ლოკდაუნები“ არ არის, ყველგან საუბარია წესრიგის დაცვაზე, წესებისა და რეკომენდაციების დაცვაზე და მათი აღსრულების მაქსიმალურ კონტროლზე. საუბარია იმაზე, რომ არ შეიკრიბოს 50-ზე მეტი ადამიანი გარე სივრცეში, თუ შესაძლებელია, არ შეიკრიბოს 10-ზე მეტი ადამიანი ერთ ოჯახში. გადადების ყველაზე დიდი რისკია სუფრაზე, როდესაც ადამიანი პირბადეს იხსნის, მით უმეტეს „ომიკრონის“ დროს, როცა 3-4-ჯერ არის მომატებული გადამდებლობა. ამ დროს ეს საშიშროებაა ამიტომ, ელემენტარული წესი და რიგი ყველამ უნდა დავიცვათ, სხვა გამოსავალი არ არის”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კვლევა: „ომიკრონით“ ინფიცირებისას ჰოსპიტალიზაციის ალბათობა, სხვა შტამებთან შედარებით, 50-70%-ით უფრო ნაკლებია
Next post უცნობი სააკაშვილზე:ორი თვე ციხეში ვერ დამჯდარა… გამოუშვით ეს გმირი, მე მოვიხდი სასჯელს გამოუშვით გმირი, რომელიც 2 თვე ვერ გაჩერებულა… ხან სამას კაცს აშიმშილებს, ხან ექიმებს გაუხურა საქმე