კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის სუპერთასის ფინალში დამარცხდა – „ინტერი“ ტიტულს ზედიზედ მესამედ დაეუფლა

Read Time:48 Second

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის სუპერთასის ფინალში „ინტერს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

ტურნირი ე.წ. ესპანური ფორმატით (ოთხი გუნდი, ნახევარფინალები და ფინალი) პირველად ჩატარდა. „ნაპოლიმ“ ნახევარფინალში „ფიორენტინა“ 3:0 დაამარცხა, ხოლო „ინტერმა“ ასეთივე ანგარიშით „ლაციოს“ სძლია.

ფინალი, ისევე როგორც წინა მატჩები, საუდის არაბეთში, ერ-რიადის „ალ-ავალ პარკზე“ გაიმართა. კვარაცხელიას წინააღმდეგ მცველები ყურადღებით თამაშობდნენ, ამის მიუხედავად, ხვიჩამ ორჯერ სცადა გოლის გატანა, მაგრამ უშედეგოდ. პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მატჩის მეორე ნახევარში პირველი რეალური საგოლე მომენტი „ნაპოლიმ“ 51-ე წუთზე შექმნა – კვარაცხელიამ ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, ცენტრში შეიწია და სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ „ინტერის“ მეკარემ, იან ზომერმა ბურთი კუთხურზე მოიგერია და მილანელები გადაარჩინა.

მე-60 წუთზე „ნაპოლის“ მდგომარეობა დამძიმდა – მეტოქესთან უხეშობისთვის ნეაპოლელთა თავდამსხმელმა, ჯოვანი სიმეონემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდი 10 მოთამაშით დატოვა. ამის გამო „ნაპოლის“ მწვრთნელმა, ვალტერ მაძარიმ მოედანზე დასვენებული მოთამაშეები შეიყვანა და 70-ე წუთზე კვარაცხელია შეცვალა.

„ინტერმა“ მთელი ძალებით შეუტია, არბიტრის მიერ დამატებულ პირველ წუთზე კი ლაუტარო მარტინესმა მილანელთა შეტევა გოლით დააგვირგვინა და „ინტერი“ იტალიის სუპერთასის მფლობელი ზედიზედ მესამედ გახდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: „ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებების გამოყენება სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და ემსახურება მხოლოდ მსჯავრდებულის უსაფრთხოებას“
Next post ზურაბ ქადაგიძე: “ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გროსმაისტერია, ხოლო გახარია, ნათელაშვილი და მათი თანაპარტიელები მეხუთეთანრიგოსანი პოლიტიკოსები, მათ, როგორც „პუსტა-პუსტა“ აგენტებს, ერთადერთი დავალება აქვთ, ბიძინა ივანიშვილი ყოველგვარი არგუმენტების გარეშე ლანძღონ”