კემეროვის სავაჭრო ცენტრში დაღუპულთა ოჯახებს ზურაბ აბაშიძემ მიუსამძიმრა

Read Time:38 Second

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე, რუსეთში სავაჭრო ცენტრ კემეროვში ხანძრისას დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. მისი სამძიმრის ტექსტს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„მწუხარებას გამოვთქვამთ რუსეთში, კემეროვოს სავაჭრო ცენტრში მომხდარი მასშტაბური ხანძირისას დაღუპული ათეულობით ადამიანის გამო, მათ შორის საუბედუროდ, ბავშვები არიან. სამძიმარს ვუცხადებთ და თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს,“- აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

სავაჭრო ცენტრ “ზამთრის კოშკში” ხანძარი 25 მარტს გაჩნდა. პოლიციის განმარტებით, ხანძრის დროს, შენობაში სიგნალიზაცია არ ჩაირთო და დროულად არ განხორციელდა ევაკუაცია. ბოლო მონაცემებით, ხანძარს 64 ადამიანი ემსხვერპლა.

კემეროვოში 3 დღიანი გლოვა გამოცხადდა. 27, 28 და 29 მარტს რეგიონში სავაჭრო ცენტრში დაღუპულებს იგლოვებენ.

კემეროვოს სავაჭრო ცენტრის მფლობელი ხანძრის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს სამი მილიონი, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება ერთი მილიონი რუბლით დაეხმარება.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქალაქ კემეროვოში სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენის საქმეზე 5 ადამიანი დააკავა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რამდენი წყალი უნდა ვსვათ დღეში. რეკომენდაცია
Next post პრემიერი: ტატუნაშვილთან დაკავშირებით რუსეთი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა