კელი დეგნანი: 19 აპრილის შეთანხმება მიღწეულია პოლიტიკური ლიდერებისა და პარტიების მიერ, რომელიც ასახავს იმ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და რეფორმებს, რაც ქვეყანამ უნდა გადადგას

Read Time:36 Second

მნიშვნელოვანია, რომ 19 აპრილის შეთანხმება მიღწეულია პოლიტიკური ლიდერებისა და პარტიების მიერ, რომელიც ასახავს იმ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და რეფორმებს, რაც ქვეყანამ უნდა გადადგას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სტუმრობისას განუცხადა.

მისი თქმით, ახლა უკვე მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია და საარჩევნო კამპანიის პერიოდში ხშირია ხოლმე გამომწვევი განცხადებები.

„მნიშვნელოვანი ამ სიტუაციაში არის ის, რომ პოლიტიკური ლიდერებისა და პარტიების მიერ მიღწეულია 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც ასახავს იმ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და რეფორმებს, რაც ქვეყანამ უნდა გადადგას, რათა გააძლიეროს საკუთარი დემოკრატია, ეკონომიკა და სხვადასხვა სფერო. არსებობს ყველანაირი მექანიზმი, ამ შეთანხმებაში მოცემულია გზამკვლევი და ორიენტირი, როგორ უნდა განხორციელდეს რეფორმები. ერთადერთი, რაც ამ პროცესს აკლია, გახლავთ პოლიტიკური ნება, რათა დასრულდეს პოლარიზაცია საზოგადოებასა და ქვეყანაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ისრაელის სამი ამბავი ისტორიიდან
Next post მამუკა მდინარაძე: უნდა უზრუნველყოთ, რომ ეკონომიკური ზრდის პარალელურად გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები