ისრაელის სამი ამბავი ისტორიიდან

Read Time:2 Minute, 27 Second
.

სამი ამბავი ისტორიიდან
ისრაელის ძველი ნივთების სამმართველო (Israel Antiquities Authority)
რეგულარულად აცნობს საზოგადოებას აქრეოლოგებისა და მეცნიერების ახალ
აღმოჩენებს. აი, რამდენიმე მათგანი:
მიწისძვრის შედეგები
ეროვნულ პარკში „დავითის ქალაქი“ ჩატარებული არqეოლოგიური გათხებისას
აღმოჩენილი ნივთები ადასტურებს იუდეველთა სამეფოს პერიოდში, ძველ
აღთქმაში მოხსენიებული მიწისძვრსას. ნაპოვნი მასალა ყოველწლიურ
არქეოლოგიურ გამოფენაზე „დავითის ქალაქის შესწავლა“ გამოიფინება
სექტემბრის შუა რიცხვებში. გამოფენის ორგანიზატორი ინსტიტუტი „მეგალიმია“
არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელის ჯო უხიელისა და ორტალ ხალაფის
ამბობენ „როდესაც აღმოვაჩინეთ მიწისძვრის შედეგად დანგრეული ნანგრევების
ფენა რომელიც ძ.წ მე-8 საუკუნით თარიღდება ძალიან გაგვიკვირდა, რადგან
როგორც ცნობილია იერუსალიმი, სულ არსებობდა ამ პერიოდის განმავლობაში
ვიდრე 200 წლის შემდეგ ბაბილონელებმა დაანგრიეს. გათხრის შედეგების
შესწავლისას შევეცადეთ შეგვემოწმებინა, არის თუ არა ასეთი რამ მოთხრობილი
წმინდა წერილში. ამოსისა და ზაქარიას წიგნებში აღწერილი მიწისძვრა და ჩვენს
მიერ გათხრილი მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობა სწორედ ამ პერიოდს
ემთხვევა. ამ ფაქტმა კი მოგვცა შესაძლებლობა დაგვესკვნა, რომ მიწისძვრა,
რომელიც იუდეველთა მეფის ოზიის მმართველობის პერიოდში მოხდა, სამეფოს
დედაქალაქ იერუსალიმსაც შეეხო“.
როგორც ჩანს ეს მიწისძვრა ერთერთი ყველაზე დამანგრეველი იყო ძველ დროში.
ეს ხაცორში, გეზერში, თელ-აგოლში ჩატარებულმა გათხრებმაც დაადასტურეს.
აღმოჩენილია იერუსალიმის პირველი ტაძრის პერიოდის კედლის დაკარგული
მონაკვეთი
აღმოჩენა საშუალებას იძლევა ზუსტად აისახოს ბაბილონელების მიერ
იერუსალიმის დანგრევამდე არსებული ფორტიფიკაციების ტოპოგრაფია.
ეროვნულ პარკში „დავითის ქალაქში“ გათხრებისას აღმოჩნდა კედლის ნაწილი,
რომელიც პირველი ტაძრის პერიოდში, იერუსალიმის აღმოსავლეთიდან
შემოტევისაგან დაცვისათვის იყო აშენებული.

გათხრების ხელმძღვანელი დოქტორი ფილიპ ვუსაკოვიჩი ძველი იერუსალიმის
შესწავლის ცენტრიდან ამბობს. „კედელი იერუსალიმს იცავდა ბაბილონელების
შემოსევამდე. რომლებმაც დაანგრიეს იერუსალიმი და პირველი ტაძარი. კედლის
ფრაგმენტებს დღემდე ვპოულობთ, მაგრამ დღემდე შემორჩენილია კედლის
ნაწილებიც“.
ХХ საუკუნის დასაწყისში აღმოჩენილი, და გათხრების დროს დემონტირებული
კედლის ხვა ნაწილები საშუალებას იძლევა წარმოვიდგინოთ კედლის მასშტაბი,
2,5 მეტრი სიმაღლე და 5 მეტრი სიგანე. ბიბლიურ წიგნში სამეფო ნათქვამია, რომ
ბაბილონელებმა კედლები სრულად დაანგრიეს, თუმცა აღმოსავლეთ კედელის
დანგრევაში შეიძლება მათ ხელი „დავითის ქალაქის“ ციცაბო ფერდობმა შეუშალა,
რომელიც კედრონის ველზე 30 გრადუსის კუთხით ეშვება.
მეორე ტაძრის პერიოდის ნაგებობა
გოდების კედლის მემკვიდრეობის ფონდმა და ისრაელის ძველი ნივთების
სამმართველომ დამთვალიერებლებისათვის გახსნა მეორე ტაძრის პერიოდის
ერთერთი ყველაზე უფრო მდიდრული ნაგებობა.
ტაძრის დასავლეთ კედლის გვირაბების გათხრების შემდეგ ეს შენობა ახალი
მარშრუტის ნაწილი გახდება.
ტაძრის მთის დასავლეთით ამ შენობის ნაწილი ჯერ კიდევ ჩარლზ უორენმა
აღმოაჩინა 19-ე საუკუნეში. ახლა, როდესაც გათხრები მთლიანად დამთავრდა ჩანს
რომ ორ ერთნაირ დარბაზ შორის შადრევანი იყო გაკეთებული. დარბაზების
კედლები და შადრევანი კორინთული კაპიტელების კარნიზით იყო მორთული.
ნაგებობის დეკორატიული სტილი მეორე ტაძრის პერიოდისათვის ტიპიურია.
დოქტორი შლომით ვექსლერ-ბროლაჰის თქმით „ შენობა მეორე ტაძრის პერიოდის
ერთერთი შესანიშნავი საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობაა. ის ჩ.წ.
დაახლოებით 20-30 წლებში აგებული ქუჩის გასწვრივ რომელიც ტაძრის მთისაკენ
მიემართებოდა. აქ სავარაუდოდ ქალაქის საბჭო იკრიბებოდა. და იღებდნენ
ღირსეულ ხალხს მანამდე სანამ ისინი ტაძრისაკენ წავიდოდნენ.
დამთვალიერებელს შეუძლია შეაფასოს ნაგებობის მდიდრულობა. ორი დარბაზი
რომელიც მდიდრულადაა მორთული, შადრევანი რომელსაც წყალი ტყვიის
მილებით მიეწოდებოდა და კორინთული კაპიტელიდან გადმოედინებოდა.

გათხრებისას აღმოჩენილია ქვის მასიური პლიტები, რომლითაც მოპირკეტებული
იყო შენობა.
ძველი ნივთების დეპარტამენტის არქიტექტორი ამბობს: „ ახალი მარშრუტი
დამთვალიერებლებს აძლევს საშუალებას სრულად აღიქვან ტაძრის დასავლეთ
კედლის გვირაბების მნიშვნელობა და ამ მშვენიერი ნაგებობის მაშტაბურობა“.
სერგი პოდრაჟანსკი იერუსალიმიდან
8- საუკუნის ჭურჭელი
Copyright: დაფნა გაზიტი (IAA)
იერუსალიმის კედელი
Copyright: კობი ჰარათი, დავითის ქალაქი
შენობის დარბაზის ნაწილი
Copyright: იანივ ბერმანი (IAA)

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნათია თურნავა: აშშ-დან საქართველოში სატვირთო ფრენები შესრულდება, რაც ძალიან პოზიტიური ფაქტია ჩვენი ეკონომიკისთვის
Next post კელი დეგნანი: 19 აპრილის შეთანხმება მიღწეულია პოლიტიკური ლიდერებისა და პარტიების მიერ, რომელიც ასახავს იმ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და რეფორმებს, რაც ქვეყანამ უნდა გადადგას