კახიანი-უვიზო რეჟიმის დაწესებით ჩანს ჩინეთის ხელისუფლების დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, რაოდენ მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი ჩვენთან ურთიერთობას

Read Time:44 Second

უვიზო რეჟიმის დაწესებით ჩანს ჩინეთის ხელისუფლების დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, თუ რაოდენ მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი ჩვენთან ურთიერთობას, ეს უპირველესად პარტნიორულ და მეგობრულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

კახიანის თქმით, ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება ძალიან პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისითაც.

„რაც უფრო გავაღრმავებთ ჩინეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეს ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე დადებითად აისახება და საბოლოოდ რა თქმა უნდა სოციალურ სფეროზეც გავლენას მოახდენს. ასე რომ, იმ სტრატეგიული პარტნიორების ფარგლებში, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩინეთთან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვცდილობთ, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობა კიდე უფრო დავახლოვდეთ, თუ ეს მათი მხრიდან ვიზების ლიბერალიზაციაში გამოიხატება და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. ასე რომ, ამ მიმართულებით ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ. ეს არის ხელისუფლების ძალიან დიდი მონდომება, რომ ჩვენ ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებთან კიდევ უფრო ახლო და ღრმა ურთიერთობა გვქონდეს“, – განაცხადა კახიანმა.

ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ვუსამძიმრებთ ქართულ თეატრალურ საზოგადოებას. ადამიანობის და პროფესიონალიზმის მაგალითი იყო“ – ქართველი თეატრმცოდნე ნოდარ გურაბანიძე გარდაიცვალა
Next post მამუკა მდინარაძე: საქართველომ, მისმა ნებისმიერმა ხელისუფალმა უნდა უზრუნველყოს, რომ ლგბტ პროპაგანდისგან დაიცვას საზოგადოება და მომავალი თაობა