კახეთში ავარიაში დაშავებული მეგობრის გადაყვანისას ავტომობილი ხეს შეეჯახა – დაღუპულია 23 და 27 წლის მამაკაცები

Read Time:26 Second

დედოფლისწყაროში მსუბუქი ავტომობილი კედელს შეეჯახა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად, დაშავდა ორი პირი, რომელთა საავადმყოფოში გადაყვანა ადგილზე მყოფმა ერთ-ერთის მეგობარმა გადაწყვიტა.

როგორც ცნობილი გახდა, საავადმყოფოში გადაყვანისას აღნიშნული პირი ავტომობილს გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა, რომელიც ხეს შეეჯახა და ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევისას დაღუპული არიან 23 და 27 წლის მამაკაცები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიღომში ხანძრისას გადარჩენილი ლეკვები პატრონმა ჩაიბარა
Next post “დედა, საწყალი” – ეს ფრაზა ხშირად გამიგონია… ყველას ვეცოდებოდი, რადგან მე მეცოდებოდა­ ჩემი თავი”