კახა კუჭავა – 5 ივლისს ძალადობა და სიძულვილი მოდიოდა მათგან, ვისაც ზურგს უმაგრებენ რუსული ძალები, ყველა მოძალადე გამოვლინდება და მართლმსაჯულების წინაშე წარდგება

Read Time:1 Minute, 12 Second

რაც უფრო მეტად უახლოვდება საქართველო ევროპას, მით უფრო აგრესიულები ხდებიან ის ძალები, რომლებსაც სურთ, რომ საქართველო ევროატლანტიკურ გზაზე წარუმატებელი იყოს. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ვიხილეთ 5 ივლისს, როცა მოვლენები ყველაზე სამწუხარო სცენარით განვითარდა და ჩვენ ვნახეთ ძალადობა თბილისის ქუჩებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კჭავამ ვირტუალურ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერის, არჩევნების საკოორდინაციო ჯგუფისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ერთობლივად არის ორგანიზებული.

კახა კუჭავას განცხადებით, „ძალადობა და სიძულვილი მოდიოდა მათგან, ვისაც ზურგს უმაგრებენ რუსული ძალები და მათი ქმედებები სრულად ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხის ღირებულებებზე დაფუძნებულ არჩევანს, რაც არის ევროპასთან დაახლოება“.

„მოძალადე ბრბოს წევრთაგან ბევრი დააპატიმრეს და გამოძიების გაგრძელებასთან ერთად დაპატიმრებულთა რიცხვი გაიზრდება. ძალადობამ ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჩვეულებრივი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიწვია პროტესტი მედიის წარმომადგენლებისა და სხვების მხრიდან. ჩვენ ყველა შეძრულები ვართ ლექსო ლაშქარავას სიკვდილის გამო, ოპერატორის, რომელსაც სასტიკად სცემეს მოძალადე ბრბოს წევრებმა 5 ივლისს. მიმდინარე გამოძიება დაადგენს სიკვდილის მიზეზს, გამოძიება უნდა ჩატარდეს სწრაფად და გამჭვირვალედ. საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ამ გამოძების დეტალები. თუ საჭირო გახდება გამოძიებასთან დაშვებულები იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები, რათა მისი სანდოობა უზრუნველყოფილი იყოს. საქართველოს პარლამენტი მზადაა ამ პროცესში ჩართულობისთვის ყველა შესაძლო მექანიზმით, რომელიც მისთვისაა ხელმისაწვდომი. მე კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და კოლეგებს, სოლიდარობას გამოვუცხადებ მათ“, – განაცხადა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ძალადობრივი ქმედებების გამართლება და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შეზღუდვა, დაუშვებელია.

„ეს უფლებები მოპოვებულია ტკივილითა და სისხლით, მიუხედავად ძალზედ ტურბულენტური რეგიონული და საერთაშორისო მოვლენებისა, ეს უფლებები არ და ვერ იქნება კომპრომიტირებული. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ყველა, ვინც სამარცხვინო ძალადობაში მონაწილეობდა, გამოვლინდება და მართლმსაჯულების წინაშე წარდგება“, – განაცხადა კუჭავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ხელაშვილი: როდესაც სანქციებზეა საუბარი, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობაა პირველი, ვინც დასჯის დამნაშავეებს
Next post დღეს ყველაზე კეთილი და მზისგულიანი ადამიანის ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა