გიორგი ხელაშვილი: როდესაც სანქციებზეა საუბარი, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობაა პირველი, ვინც დასჯის დამნაშავეებს

Read Time:54 Second

მას არანაირი კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი გამოიყენებენ რაიმე სახის სანქციებს საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რა თქმა უნდა, არ გაუკეთებია, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა, რომელმაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება შეაფასა.

მისი თქმით, ოპოზიცია მიზანმიმართულად ახდენს ფაქტის არასწორ კონსტატაციას, რის გამოც სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას სრულად ვერ ფლობს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მოველოდით და ვიცოდით, რომ ამერიკელების მხრიდან ძირითადი წუხილი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იქნებოდა, ასევე, უმცირესობის უფლებების დაცვის კუთხით და მოწოდებები, რომ დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელმაც ძალადობა ჩაიდინა. შესაბამისად, ეს არის სრულიად გასაგები. მან ასევე მოუწოდა პარტიებსა და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ.

რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელიც პასუხი იყო ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე. მან ზოგადად თქვა, რომ აშშ-ს თავის არსენალში ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, რათა თავისი საგარეო მიზნები შეასრულოს. ამ შესაძლებლობებს შორის არის სანქციები. მას არანაირი კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი გამოიყენებენ რაიმე სახის სანქციებს საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რა თქმა უნდა, არ გაუკეთებია. მეორე – გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მან თქვა, ყველა, ვინც ძალადობაშია დამნაშავე, უნდა დაისაჯოს.

როდესაც ამ სანქციებზეა საუბარი, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობაა პირველი, ვინც დასჯის მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა“, – განაცხადა ხელაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი: მთავარი, რისკენაც ახლა ქვემეხი მიიმართა, არის ეკლესია და პატრიარქი
Next post კახა კუჭავა – 5 ივლისს ძალადობა და სიძულვილი მოდიოდა მათგან, ვისაც ზურგს უმაგრებენ რუსული ძალები, ყველა მოძალადე გამოვლინდება და მართლმსაჯულების წინაშე წარდგება