კახა კუჭავა – ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ამერიკული მხარისგან მადლობას ისმენ კონტრიბუციისთვის, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალები ახორციელებენ

Read Time:1 Minute, 0 Second

ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მათგან მადლობას ისმენ იმ კონტრიბუციისთვის, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალები ახორციელებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავამ განაცხადა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით აშშ-ში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები 20-მდე კონგრესმენთან და სენატორთან გამართა. მათ შორის, შეხვედრები გაიმართა ადამ კინზინგერთან, ბილ კიტინგთან, სტივ ჩაბოტთან და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სხვა წევრებთან.

მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას და მაღალი შეფასება მიეცა პარტნიორობის ყველა მიმართულებას, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

შეხვედრებზე განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამერიკელი კანონმდებლის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა ქართველი სამხედროების ჩართულობას ავღანეთის სამშვიდობო მისიაში.

კახა კუჭავას განცხადებით, მადლიერები არიან, რომ პირადად იღებენ ქართული დელეგაციის წევრებისგან ინფორმაციას, რომელიც აინტერესებთ.

„ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მათგან მადლობას ისმენ იმ კონტრიბუციისთვის, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალები ახორციელებენ. როგორც თვითონ ამბობდნენ, გვერდიგვერდ იბრძვიან ქართველ ჯარისკაცებთან ერთად, არის ეს ავღანეთი თუ სხვა მისიები. რა თქმა უნდა, საკითხები, რომელიც მათ აინტერესებდათ, იყო ერთ-ერთი განხილვის თემა შეხვედრებზე. ეს იყო არა მხოლოდ ის საკითხები, რომელიც წერილში იქნა მითითებული, არამედ სხვა საკითხებიც. ისინი მადლიერები არიან, რომ პირადად იღებენ ჩვენგან ინფორმაციას, რომელიც აინტერესებთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური: 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის გადაცდომა იკვეთება
Next post კახა კალაძე – რას ერჩიან შოთაძეს?