კახა კალაძე – რას ერჩიან შოთაძეს?

Read Time:24 Second

რას ერჩიან შოთაძეს? – ასე ეხმაურება თბილისის მერი,კახა კალაძე გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის დაბრუნებასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია მმართველი გუნდის ყველა გადაწყვეტილებას კრიტიკით ხვდება და არც ესაა გამონაკლისი.

„მსგავს განცხადებებს ჩვენ ვისმენთ ნებისმიერ შემთხვევაში. ყველა გადაწყვეტილებებზე, რომელიც მიიღება, ოპოზიცია ყოველთვის კრიტიკულია, ყოველთვის რაღაც აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ და არც ეს შემთხვევა არის გამონაკლისი“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის 4 კანდიდატი შეარჩია, მათ შორისაა ირაკლი შოთაძე. ამ ოთხი კანდიდატიდან კი საბჭო ერთს შეარჩევს, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კუჭავა – ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ამერიკული მხარისგან მადლობას ისმენ კონტრიბუციისთვის, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალები ახორციელებენ
Next post „წერა-კითხვის ცოდნას შტანგა გიკრძალავს?” – ლაშა ტალახაძეს ლევან ბერძენიშვილი უპირისპირდება