კახა კუჭავა: უნიკალურია ჭიათურის განლაგება ამ კანიონსა და ხეობაში, რომლის ბადალი მსოფლიოში ალბათ, რამდენიმე თუ შეგვიძლია მოვიყვანოთ

Read Time:3 Minute, 2 Second

ერთ-ერთი მთავარი პოტენციალი, რომელიც ჩემი აზრით გაჩნია ჭიათურას, არის ტურიზმი. უნიკალურია ამ ქალაქის განლაგება ამ კანიონსა და ხეობაში, რომლის ბადალი მსოფლიოში ალბათ, რამდენიმე თუ შეგვიძლია მოვიყვანოთ – არ შეიძლება ეს პოტენციალი სრულად არ გამოვიყენოთ., – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ ჭიათურის მერობის კანდიდატის, გივი მოდებაძის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია ძლიერი თვითმმართველობა, რომელიც ადგილობრივებს კიდევ უფრო საინტერესო პროექტებს შესთავაზებს.

„მივესალმები ჭიათურას! ჭიათურელებო მოგესალმებით. ეს ქალაქი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან გამორჩეული იყო იმ სამრეწველო დანიშნულებით, რომელიც მას დღესაც გააჩნია, მათ შორის, უცხოური ინვესტიციებით.

იმ დროიდან აქ განსაკუთრებულად საინტერესო ახალი დარგები ვითარდებოდა. ჭიათურა იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იმ დროისთვის, ახალი მიდგომებით. ბევრმა არ იცის, რომ პირველი ჩოგბურთის კორტი სწორედ ჭიათურაში ააშენეს ევროპელებმა, ინგლისელებმა. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ესაა ის, რითაც უნდა ვიამაყოთ.

წლების განმავლობაში ჭიათურაში ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა. ინფრასტრუქტურული პროექტები, სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია, ახალი გზები, ნაპირსამაგრი სამუშაოები და ბევრი სხვა.

როდესაც ვსაუბრობთ სკოლებზე, აქვე აუცილებელია ვახსენოთ ის ნამდვილად ნიჭიერი თაობა, რომელიც აქ იზრდება. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ სწორედ ჭიათურის ერთ-ერთი სკოლის გამარჯვებული იყო, ვინც მთელი საქართველოს მასშტაბით კონკურსში გაიმარჯვა გარემოს მიმართულებით და ერთი დღით მინისტრის სავარძელი მოირგო. იგი ჭიათურის სიამაყეა.

პირველ რიგში რასაც ჭიათურა საჭიროებს, არის უფრო მეტი ხელშეწყობა, რომელიც ნამდვილად იქნება.

როდესაც ჭიათურაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი პირველი, რაც გვახსენდება, არის ის წარმოება, სამთო-მოპოვებითი სამუშაოები, რომელიც აქ მიმდინარეობს და საქართველოს ეკონომიკაში ძალიან დიდ როლს თამაშობს.

მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ჩამოვედი როგორც გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ისე, რომ არავისთვის მითქვამს და უბრალოდ გავეცანი მდგომარეობას, თუ რა ხდებოდა სოფლებში და იმ ადგილებში, სადაც ხდება მოპოვებით სამუშაოები. არ იყო სახარბიელო მდგომარეობა, მაშინ ჩვენ გარკვეული ზომებიც მივიღეთ, თუმცა, ვთვლი, რომ თუ ჩვენ გვინდა მდგრადი განვითარება, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებთან ერთად, აუცილებელია გარემოს დაცვა იქნას პრიორიტეტად აყვანილი. დარწმუნებული ვარ, ამას თითოეული ჭიათურელი ელოდებით და აუცილებლად ესეც ახალი თვითმმართველობის პირობებში, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გახდება.

ჩვენ გვჭირდება გასუფთავებული მდინარე „ყვირილა“, გაწმენდილი სანაპიროები, რეკულტივაცია, რომელიც აუცილებელია დიდი მასშტაბით დაიწყოს, რადგან ის მიტოვებული საბადოები და თუნდაც ახალი მოპოვებები, რომელიც მიმდინარეობს, მიმდინარეობდეს უმაღლესი სტანდარტით.

პირადად ჩემი ჩართულობით, ერთ-ერთ რეგიონში ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განვახორციელეთ, სადაც გვერდში დაგვიდგა კომპანია. მათ 50 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს სამი წლის განმავლობაში და შედეგიც დაიდო. ამას ველოდებით ჩვენ ჭიათურისგანაც.

გპირდებით, რომ პარლამენტი ნამდვილად იქნება ამ კუთხით ბოლომდე ჩართული, რომ გააკონტროლოს და ერთხელ და საბოლოოდ, ჭიათურაში გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები რაც შეიძლება მოკლე ვადებში აღმოიფხვრას.

ვნახეთ ახალი საწარმო, კომპანიამ საკმაოდ დიდი ინვესტიცია განახორციელა, თუმცა, როგორც ვატყობთ, ეს ვერ შველის პრობლემის სრულად გადაჭრას. აუცილებელია ის ძველი საწარმოები ან მთლიანად გადაიარაღდეს ან დამატებით ახალი გაკეთდეს, რომ ის, რაც წარმოადგენს დაბინძურების წყაროს, ბოლომდე იქნას აღმოფხვრილი.

ასევე გავეცანი პრობლემებს, რომ ქვეკონტრაქტორებთანაც ყოფილა გარკვეული საკითხები და ესეც უნდა გავაკონტროლოთ. კონტრაქტორი, რაც არ უნდა პატარა იყოს ან მცირე ლიცენზიის მფლობელი ან გადაზიდვის კონტრაქტის მატარებელი, მაქსიმალურად უნდა იცავდეს ყველა იმ სტანდარტს, რომელიც ხვალინდელი დღეა, რომ გვქონდეს სუფთა და გამჭვირვალე სისტემა, თუ როგორ იმართება გარემოს დაცვითი საკითხები.

ამაში აუცილებელია თქვენი ჩართულობა. ის ახალგაზრდები, რომელიც მე ვახსენე, აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ თავიანთ ქალაქში და ჩაერთონ იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც ამ ქალაქის, ამ მუნიციპალიტეტის ხვალინდელ დღეს ეხება.

დარწმუნებული ვარ, ცენტრალური ხელისუფლებიდან იქნება სრული მხარდაჭერა. აუცილებელია ძლიერი თვითმმართველობა, რომელიც კიდევ უფრო საინტერესო პროექტებს შემოგთავაზებთ.

ერთ-ერთი მთავარი პოტენციალი, რომელიც ჩემი აზრით, გაჩნია ჭიათურას, არის ტურიზმი. უნიკალურია ამ ქალაქის განლაგება ამ კანიონში და ამ ხეობაში, რომლის ბადალი მსოფლიოში ალბათ, რამდენიმე თუ შეგვიძლია მოვიყვანოთ – არ შეიძლება ეს პოტენციალი სრულად არ გამოვიყენოთ. ვიცი, რომ ბევრი ქართველი და უცხოელი ტურისტი ჩამოდის და თუ ჩვენ აქ შესაბამის ინფრასტრუქტურას და დამატებით შესაძლებლობებს შევქმნით, რომ მათ მიიღონ ყველა სერვისი, დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი იქნება წარმატება არ მხოლოდ ამ რეგიონისთვის და ამ ქალაქისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.

შემართებით, რომელიც არსებობს, იმ პრიორიტეტებით, რომელიც გაგვაჩნია როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან გეგმებში, ძლიერი მუნიციპალიტეტის არსებობით, დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის შემდეგ ჩვენ ვიამაყებთ შედეგებით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: შავით თეთრზე წერია, რომ ეს იყო ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულება და საერთოდ, ამდენი საუბარი რომ გვიწევს, უხერხულიცაა
Next post ვასილ გველესიანი – მე და ჩემს გუნდს გვაქვს მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა დავასრულოთ მიმდინარე პროექტები და დავგეგმოთ ახალი მასშტაბური ღონისძიებები მუნიციპალიტეტის განსავითარებლად