ირაკლი ღარიბაშვილი: შავით თეთრზე წერია, რომ ეს იყო ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულება და საერთოდ, ამდენი საუბარი რომ გვიწევს, უხერხულიცაა

Read Time:28 Second

ჩვენს პარტნიორებს ავუხსენით, კიდევ ავუხსნით ჩვენს მოტივაციას, რატომ ვთქვით უარი აღნიშნული დამატებითი სესხისა და ვალის აღებაზე და ვფიქრობ, ყველა კითხვა იქნება მოხსნილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ჭიათურაში, ევროკავშირისგან ფინანსური ტრანშთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული იყო სესხის ხელშეკრულება და ოპოზიციის განცხადება, თითქოს, ის დახმარებაა, სპეკულაციაა.

„საერთოდ რაზე ლაპარაკობთ, ხალხს ელაპარაკებით, „ნაცმოძრაობაზე“ მაქვს საუბარი. შავით თეთრზე წერია, რომ ეს იყო ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულება და საერთოდ, ამდენი საუბარი რომ გვიწევს, უხერხულიც არის, მოსახლეობა დაიღალა, ამდენი პრობლემაა, ამ პროექტებზე ისაუბრეთ, რეფორმებზე, იმ სიკეთეებზე, რომელიც იქმნება ჩვენი ხალხისთვის“, – განაცხადა პრემიერმა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იაგო ხვიჩია: „ნაციონალურ მოძრაობას“ ნაბიჯის გადადგმა ყოველთვის აგვიანდება
Next post კახა კუჭავა: უნიკალურია ჭიათურის განლაგება ამ კანიონსა და ხეობაში, რომლის ბადალი მსოფლიოში ალბათ, რამდენიმე თუ შეგვიძლია მოვიყვანოთ