კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით, ბრიუსელს ეწვია

Read Time:20 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით, ბრიუსელს ესტუმრა.

ის ევროპარლამენტის პრეზიდენტს, კომიტეტების ხელმძღვანელებსა და პოლიტიკური ჯგუფების წევრებს, ასევე, ბელგიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს და ბელგიის პარლამენტის წევრებს შეხვდება.

დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარ ოლივერ ვარჰეისთან და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ჯოანა მირჩეასთან.

პარლამენტის დელეგაციაში ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილი შედიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: საქართველო „სინოფარმის“ ვაქცინის კიდევ 100 ათას დოზას უსასყიდლოდ მიიღებს, ხოლო 500 ათას დოზას შეიძენს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი „განახლებული რეგიონების“ პროექტზე: მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი მოვისმინეთ