ირაკლი ღარიბაშვილი „განახლებული რეგიონების“ პროექტზე: მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი მოვისმინეთ

Read Time:23 Second

ჩვენ მიერ დაანონსებული მასშტაბური სამუშაოები, „განახლებული რეგიონების“ პროექტი წარმატებით მიმდინარეობს, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში, არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი გაჟღერდა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით.

„მინდა, ბატონ ირაკლი ქარსელაძეს ვთხოვო, მოსახლეობისთვის ერთგვარი შუალედური ანგარიში გააკეთოს და გვითხრას, რა ეტაპზე ვართ, როგორ მიმდინარეობს აღნიშნული პროცესი.

ჩვენ, ბოლო დღეების განმავლობაში, მოვისმინეთ არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით. ამიტომ, მე მინდა გთხოვოთ, რომ ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით, ბრიუსელს ეწვია
Next post დავით ზალკალიანი: დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში სამიტებზე ვიხილავთ კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგებს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით