კახა კუჭავა: ოპოზიციაში ბევრჯერ უთქვამთ, რომ ერთობა აქვთ, თუმცა საქმით ეს ვერ დამტკიცდა. დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება

Read Time:46 Second

მათ ბევრჯერ უთქვამთ, რომ ოპოზიციაში ერთობა აქვთ და ეს საქმით ვერც ერთხელ ვერ დამტკიცდა. დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ თბილისში ერთობლივი კანდიდატების წარდგენას გამოეხმაურა.

„მათ ბევრჯერ უთქვამთ, რომ ოპოზიციაში ერთობა აქვთ, თუმცა ვერც ერთხელ საქმით ეს ვერ დამტკიცდა. დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება. შეიძლება წინასაარჩევნოდ ცდილობენ, ერთად იყვნენ, თუმცა ეს მხოლოდ მცდელობაა, და ამის ნიშნები უკვე ჩანს“, – აცხადებს კუჭავა.

სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „ევროპულმა საქართველომ“, „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ და ელენე ხოშტარიას „დროამ“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატებს მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობა“. სააკაშვილის პარტიას დედაქალაქში მხოლოდ მერობის კანდიდატი ნიკა მელია ჰყავს, რომელიც ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს. „ევროპული საქართველოდან“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები არიან სამგორში – დათო ჟღენტი, ისანი – ბესო დონაძე და ჩუღურეთი – გიორგი ნონიაშვილი, „დროადან“ გლდანში თავად ელენე ხოშტარია, ვაკეში ბათუ ქუთელია იქნება კანდიდატი, კრწანისი – თამაზ ახობაძე. რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძის პარტიას; დიდუბე – ნიკა მოსიაშვილი, ნაძალადევი – ბადრი გრიგალაშვილი, მთაწმინდა – თენგიზ კირთაძე და საბურთალოზე კანდიდატია – ბორის ყურუა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკატერინე ტიკარაძე კოვიდით გარდაცვლილ ორსულზე: გართულების მიზეზი არის სხვდასხვა. აქ არ არის ექიმების ან კლინიკის კვალიფიკაციაზე საუბარი
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, ჩვენი მოქალაქეების თავისუფლება, რომელიც ყველამ ერთად მოვიპოვეთ 2012 წლის პირველ ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილი