ეკატერინე ტიკარაძე კოვიდით გარდაცვლილ ორსულზე: გართულების მიზეზი არის სხვდასხვა. აქ არ არის ექიმების ან კლინიკის კვალიფიკაციაზე საუბარი

Read Time:23 Second

ეკატერინე ტიკარაძე თბილისში კორონავირუსით ორსული ქალის გარდაცვალებას გამოეხმაურა. ჯანდაცვის მინისტრმა მომხდარს სამწუხარო უწოდა და აღნიშნა, რომ ექიმები ყველა პაციენტის გადარჩენაში მაქსიმალურად არიან ჩართულები.

„გართულების მიზეზი არის სხვდასხვა. აქ არ არის ექიმების ან კლინიკის კვალიფიკაციაზე საუბარი. როგორც წესი, დაავადება მიმდინარეობს არაერთგვაროვნად, იწვევს სხვადასხვა გართულებას და ჩვენდა სამწუხაროდ, ვაკვირდებით, რომ ყველა პაციენტის გადარჩენა ვერ ხერხდება. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული პაციენტის გადარჩენაში ყველა ექიმი არის მაქსიმალურად ჩართული და მობილიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ნამდვილად არის უმაღლეს დონეზე აყვანილი“, – განაცხადა მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კოვიდინფიცირების 5914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Next post კახა კუჭავა: ოპოზიციაში ბევრჯერ უთქვამთ, რომ ერთობა აქვთ, თუმცა საქმით ეს ვერ დამტკიცდა. დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება