კახა კუჭავა: მაქსიმალურად უნდა მოხდეს ქაოტურ განაშენიანებებთან ბრძოლა

Read Time:33 Second

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, წლების განმავლობაში დედაქალაქში ქაოტური განაშენიანება მიმდინარეობდა. დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებები კი, მშენებლობების შეჩერებასთან დაკავშირებით, მოქალაქეების დაკვეთაც არის.

“მნიშვნელოვანია ის რეკრეაციული და ლანდშაფტური ზონები, რომელიც ქალაქში არსებობს, შენარჩუნებული იქნას. არის იმის საშუალება, რომ თუ ჯერ არ დაწყებულა მშენებლობა, მშენებლობაზე ნებართვები გაუქმდეს. ეს ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ქალაქის გამწვანების კუთხით.

არის შემთხვევები, როდესაც ნაყიდი აქვთ კერძო საკუთრება , მაგრამ სტატუსია სარეკრეაციო, რაც თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ სავალდებულოა შეიცვალოს სტატუსი. მაქსიმალურად უნდა მოხდეს ქაოტურ განაშენიანებებთან ბრძოლა“- აღნიშნა კუჭავამ.

ცნობისთვის, პარლამენტში დედაქალაქის მერი კახა კალაძე იმყოფება, რომელიც თბილისის საკრებულოს და პარლამენტის წევრებს სითი ინსტიტუტის მიერ მომზადებულ თბილისის მიწათსარგებლობის გეგმას აცნობს. შეხვედრას ოპოზიციის წევრები არ ესწრებიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზაზა გაბუნიამ მთის კანონის ეფექტურად აღსრულებისთვის მთავრობას მადლობა გადაუხადა
Next post ილია მეორე კემეროვოს ხანძრის გამო რუსეთის პრეზიდენტს და პატრიარქს უსამძიმრებს