კახა კუჭავა: ევროპარლამენტში ყველა გამომსვლელმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა

Read Time:47 Second

ძალიან უნდა ეცადო, რომ ეს დებატები და მთლიანად ანგარიში როგორმე ნეგატიურ კონტექსტში გაიყვანო, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა გამომსვლელმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა.

„ევროპარლამენტში ყველა გამომსვლელმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა, რამდენად დიდია მიღწევები, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების შესრულების გზაზე საქართველომ გაიარა და მიაღწია. რაც ყველაზე მთავარია, დასასრულს ძალიან საინტერესო კომენტარი იყო, რომ საქართველო იმსახურებს და ძალიან მალე უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ის მთავარი პოზიტიური გზავნილი, რაც მივიღეთ. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული შენიშვნები და მოსაზრებები, რომ კონკრეტული მიმართულებებში საქართველომ კიდევ უნდა გააძლიეროს რეფორმები, მათ შორის მართლმსაჯულების კუთხით. მაგრამ ძალიან უნდა ეცადო, რომ ეს ანგარიში ნეგატიურ კონტექსტში გაიყვანო“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. ევროპელმა კანონმდებლებმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ერთად სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშზე იმსჯელეს, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ეხება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ოდესღაც და მუდამ შარიანი სააკაშვილი – The American Spectator სააკაშვილზე სტატიას აქვეყნებს
Next post ლევან გორგაძემ შემოდგომის სუპერტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა